Accessibility links

თურქეთში ერდოანის პარტიამ გაიმარჯვა ვადამდელ არჩევნებში


თურქეთში 1 ნოემბრის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგების თანახმად პირველი ადგილი თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტიამ დაიკავა. ისლამური ფესვების მქონე კონსერვატიული პარტიამ, რომლის ლიდერიც ქვეყნის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანია, ამომრჩეველთა ხმების 49,4 პროცენტი მოიპოვა. ეს კი თურქეთის 550 კაციან პარლამენტში 315 მანდატისა და კოალიციის გარეშე მთავრობის ფორმირების გარანტიას იძლევა. ერდოანმა მიმართა მთელ მსოფლიოს, როგორც მან თქვა, რომ პატივი სცეს თურქეთის ეროვნულ ნებას, რომელმაც აჩვენა, რომ სტაბილურობას ემხრობა. თურქეთის პროქურთულმა სახალხო დემოკრატიულმა პარტიამ არჩევნებში 10% -ი მიიღო. ვადამდელი არჩევნების ჩატარება გადაწყდა 7 ივლისს, მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ დაკარგა უმრავლესობა პარლამენტში და ვერ შეძლო მთავრობის ფორმირება.

XS
SM
MD
LG