Accessibility links

logo-print

გაიმართება აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის სხდომა


დღეს ვაშინგტონში გაიმართება აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის პლენარული სხდომა. მას გახსნიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენტონი ბლინკენი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პლენარული სხდომის დღის წესრიგშია თავდაცვის და უსაფრთხოების, დემოკრატიის და მმართველობის, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორის ურთიერთობების საკითხები. სამინისტროს ცნობითვე, პლენარულ სხდომაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და აშშ-ის შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, რომლებიც სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით განსაზღვრულ სფეროებში თანამშრომლობის შედეგებს განიხილავენ და სამომავლო ამოცანებს დასახავენ.

XS
SM
MD
LG