Accessibility links

logo-print

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინის პრეზიდენტს წერილი გაუგზავნა


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს გაუგზავნა წერილი ოდესის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრების ჩანაწერების გამო, რომლებიც გასულ კვირაში გაავრცელეს უკრაინულმა ინტერნეტ-გამოცემებმა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეშფოთებას გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილ ხელმძღვანელთან, გიგა ბოკერიასთან დატელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრები შეიცავს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებებს და კონკრეტულ მოწოდებებს ანტისახელმწიფოებრივი და ძალადობრივი მოქმედებებისკენ. უკრაინის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილში საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, რომ მსგავსი ქმედებები არ შეეფერება ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს, მოწოდებებმა კი შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ირაკლი ღარიბაშვილი პეტრო პოროშენკოს ამ საკითხით დაინტერესებას სთხოვს.

XS
SM
MD
LG