Accessibility links

logo-print

პური, რომელიც ყველას სჭირდება


ჭვავის პური, რუხი პური, თონის პური, დიაბეტური პური, პური ზეთისხილით თუ ნიგვზით - საქართველოს ბაზარზე დღეს პურის მრავალგვარ სახეობას ნახავთ, თუმცა დღემდე არ წყდება საუბარი იმის შესახებ, რამდენად არის დაცული პურის ცხობის სტანდარტი, სანდოა თუ არა ე.წ. შავი პური, რამდენად უსაფრთხოა ის დანამატები, რაც პურს განსხვავებულ სუნსა თუ გემოს აძლევს. პურის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი იანვრიდან უნდა ამოქმედდეს, ოღონდ ის ჯერჯერობით ხორბლის ფქვილით გამომცხვარ პურზე გავრცელდება და არა ჭვავის პურზე. იანვრიდან, რძის პროდუქტების მსგავსად, პურს ეტიკეტზე უნდა ეწეროს მისი შენადგენლობა და მითითებული იყოს თუ რა დანამატებით არის ის გამდიდრებული. ვინ აკონტროლებს საქართველოში პურის ხარისხს და რას შეცვლის ახალი წესები?

XS
SM
MD
LG