Accessibility links

logo-print

კერი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა ასტანაში


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი თავის მოგზაურობას განაგრძობს შუა აზიის ქვეყნებში. ის 2 ნოემბერს ასტანაში, ყახაზეთის პრეზიდენტს, ნურსულთან ნაზარბაევს შეხვდა. ყაზახეთის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა შედგა და ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობას შეეხო სხვა თემებთან ერთად. „დიდად მოხარული ვარ აქ ყოფნით და მოუთმენლად ველი, მოგისმინოთ, ვითანამშრომლოთ თქვენს გუნდთან იმისთვის, რომ კიდევ უფროგავაძლიეროთ ურთიერთობა“, უთხრა ნაზარბაევს კერიმ. ეს კერის რანგის ამერიკელი მოხელის პირველი ვიზიტია შუა აზიის ქვეყნებში ბოლო ორ წელიწადში. 31 ოქტომბერს მოგზაურობის დაწყების შემდეგ, კერი ეწვია ყირგიზეთს და უზბეკეთს. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ტაჯიკეთსა და თურქმენეთშიც ჩავა.

XS
SM
MD
LG