Accessibility links

აზერბაიჯანში არჩევნები მმართველმა პარტიამ მოიგო


აზერბაიჯანში 1 ნოემბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის მმართველმა პარტიამ, „ახალმა აზერბაიჯანმა“ გაიმარჯვა. ცსკ-ის წინასწარი მონაცემებით, პრეზიდენტ ილჰამ ალიევის პარტია პარლამენტის 125 მანდატიდან მინიმუმ 69-ს მიიღებს. საბოლოო ოფიციალური შედეგები 20 დღის განმავლობაში გამოქვეყნდება. აზერბაიჯანის საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 55,7% შეადგინა. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა აზერბაიჯანის ძირითადმა ოპოზიციურმა ალიანსმა, „დემოკრატიულ ძალთა ეროვნულმა საბჭომ.“ მისი განცხადებით, აზერბაიჯანში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად არანაირი პირობები არ არსებობს, ამიტომ ოპოზიცია არ აპირებს არჩევნების იმიტაციაში მონაწილეობით მას ლეგიტიმურობა შესძინოს. 1 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა აზერბაიჯანის დემოკრატიულმა პარტიამაც. ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის თანახმად, კენჭისყრის დღეს არ მომხდარა დიდი ან სისტემატური დარღვევა, თუმცა, მისი ანგარიშით, ზოგიერთ სარჩევნო უბანში მცირე რაოდენობის ბიულეტენები ჩაიყარა. ეუთომ უარი თქვა არჩევნებზე მეთვალყურეები გაეგზავნა მას მერე, რაც ბაქომ მათი რაოდენობის შემცირება მოითხოვა.

XS
SM
MD
LG