Accessibility links

logo-print

ირანის კანონმდებლები არ აპირებენ უარი თქვან ლოზუნგზე: „სიკვდილი ამერიკას“


ირანის პარლამენტის წევრების დიდი უმრავლესობა არ აპირებს უარი უთხრას ლოზუნგს, „სიკვდილი ამერიკას“, მიუხედავად იმისა, რომ ბირთვულ სფეროში შედგა თეირანის შეთანხმება მსოფლიოს ექვს სახელმწიფოსთან. სააგენტო ირნას მიერ გავრცელებული განცხადებით, 290 წევრიანი პარლამენტის 192 წევრი თვლის, რომ ლოზუნგი, რომელსაც პარასკევის ლოცვისას და მსვლელობებისას გაჰყვირიან, ისლამური რესპუბლიკის და ყველა მებრძოლი ქვეყნის ლოზუნგია. ეს განცხადება გავრცელდა ორი დღით ადრე. სანამ ირანში აღნიშნავდნენ 1979 წელს თეირანში აშშ-ის საელჩოს დაკავებას, რასაც მაშინ დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა მოჰყვა ორ ქვეყანას შორის. ივლისში მიღწეული ბირთვული შეთანხმებით, ირანს სანქციებს გაუუქმებენ, თეირანი კი სანაცვლოდ თავის ბირთვულ პროგრამას შეზღუდავს.

XS
SM
MD
LG