Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო საქმეთა მინისტრი: ლატვიაში რუსეთის არმიის გუნდის კონცერტს „არ მიესალმებიან“


ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარს რინკევიჩსმა განაცხადა, რომ რუსეთის არმიის ოფიციალურ მომღერალთა გუნდის, ალექსანდროვის სახელობის ანსამბლის კონცერტს ბალტიისპირეთის ამ ქვეყანაში, "არ მიესალმებიან". 2 ნოემბერს, ლატვიის ტელევიზიით გადაცემულ ინტერვიუში, რინკევიჩსი ამბობს, რომ გუნდი „სამხედრო შენაერთია“ და რუსეთმა 8 დეკემბრისთვის დაგეგმილი კონცერტის თაობაზე ლატვიის ოფიციალურ პირებს უნდა მიმართოს. ოქტომბერში, ლიტვაში, ქალაქ ვისაგინასის კულტურის ცენტრმა „ალექსანდროველების“ , დეკემბრისთვის დაგეგმილი კონცერტი გააუქმა. მიზეზად მოყვანილი იყო გუნდის პროგრამაში „იდეოლოგიური კონოტაცია“. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა, ლიტვამ, ლატვიამ, ესტონეთმა შეშფოთება გამოთქვეს რუსეთის ქმედების გამო უკრაინაში დანატოელი და ევროკავშირელი პარტნიორების მახლობლად სამხედრო აქტიურობს ზრდის გამო.

XS
SM
MD
LG