Accessibility links

logo-print

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური: დაიკითხება ყველა ის პირი, რომლის ჩვენებას გამოძიება საჭიროდ მიიჩნევს


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ფეისბუქით გაავრცელა განცხადება, რომელშიც ამბობს, რომ იმ გამოძიების ფარგლებში, რომელიც 24 ოქტომბერს დაიწყო და რომელიც ეხება შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, „ტარდება ყველა შესაბამისი ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედება, მიმდინარეობს გამოძიების ხელთ არსებული მნიშვნელოვანი ოპერატიული ინფორმაციის შესწავლა. ასევე მოწმდება საქმესთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებული ნებისმიერი ინფორმაცია, დაიკითხება ყველა ის პირი, რომლის ჩვენებას გამოძიება საჭიროდ მიიჩნევს.“ უსაფრთხოების სამსახური დასძენს - „მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისა და ინფორმაციის გავრცელებისგან, რომელიც არის მიმართული საზოგადოებრივი აზრის არასწორი ფორმირებისკენ.“

XS
SM
MD
LG