Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიმდინარეობს მომღერალ სოფო ნიჟარაძის დაკითხვა


საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს მომღერალ სოფო ნიჟარაძის დაკითხვა. მოწმის სტატუსით მისი დაბარება განაპირობა უკრაინულენოვანი ინტერნეტსაიტების მიერ 2 ნოემბერს გავრცელებულმა აუდიოჩანაწერმა, რომელიც სავარაუდოდ, ასახავს ნიჟარაძესთან ოდესის გუბერნატორის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბარს. ჩანაწერის თანახმად, სააკაშვილი საუბრობს მოსალოდნელ სისხლისღვრაზე, ნიჟარაძე კი შეურაცხმყოფელი ფორმით მოიხსენიებს "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს ნოდარ მელაძეს. სახელმწიფო უშიშროების სამსახურში დაკითხვის დაწყებამდე სოფო ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აუდიოჩანაწერი ფაბრიკაციაა.

XS
SM
MD
LG