Accessibility links

logo-print

სატელიტური სურათები მიუთითებს, რომ რუსეთის თვითმფრინავი ჩამოაგდო აფეთქებამ და არა რაკეტამ


აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, სატელიტური სურათები არ ამყარებს ვარაუდს, რომ ეგვიპტის თავზე რუსეთის თვითმფრინავი ჩამოაგდო რაკეტამ. ამავე წყაროს თქმით, აფეთქების მომენტში და ადგილას ინფრაწითელი ტექნოლოგიით გამოჩნდა სიმხურვალის ტალღა, რაც მოწმობს, რომ თვითმფრინავი შიგნიდან განადგურდა, ბომბის ან საწვავის კონტეინერის აფეთქების შედეგად. NBC News-ს განუცხადეს, რომ მოხდა გარკვეული ტიპის აფეთქება და თვითმფრინავი დიდ სიმაღლეზე ყოფნისას დაიშალა - თუმცა არ არის მტკიცებულება, რომ ის რაიმე სახის რაკეტამ ჩამოაგდო. ამავე ინფორმაციით, სატელიტი აღმოაჩენდა თვითმფრინავისთვის დამიზნებული ხმელეთი-ჰაერის ტიპის რაკეტის კვალს, თუკი სიმართლეს შეესაბამება ცნობა, რომ ამგვარი რაკეტა გაუშვეს „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულმა ეგვიპტელმა ექსტრემისტებმა. თვითმფრინავი 31 ოქტომბერს დაიღუპა, კატასტროფას ემსხვერპლა ბორტზე მყოფი ყველა, 224-ვე ადამიანი.

XS
SM
MD
LG