Accessibility links

logo-print

საქსტატი: წლიურმა ინფლაციამ ოქტომბერში შეადგინა 5.8%


საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ ოქტომბერში შეადგინა 5,8 პროცენტი - იმ ფონზე, როცა სექტემბერში ეს მაჩვენებელი უტოლდებოდა 5,2 პროცენტს. წლიური ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 13,5 პროცენტი, ოქტომბერში აღინიშნა ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე. ხოლო ავეჯის, საოჯახო ნივთების და სახლის მოვლის ჯგუფზე ფასები ოქტომბერში წლიურ საფუძველზე 13.1%-ით გაიზრდა. ჯანდაცვის ფასებმა 11.1%-ით აიწია, რაც ძირითადად განაპირობა ოქტომბერში მედიკამენტებზე ფასების 27.4%–იანმა ზრდამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის შედეგად წლიური ინფლაციის დონე გაიზარდა საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ჯგუფზე და ოქტომბერში 8.2% შეადგინა. „საქსტატის“ ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით, ოქტომბერში სამომხმარებლო ფასები 0.8%-ით გაიზარდა.

XS
SM
MD
LG