Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდება 17:30-ზე


ტელეკომპანია რუსთავი 2-ის წილის დაბრუნების საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს, 17:30-ზე გამოცხადდება. როგორც იუწყებიან, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძე უკვე გავიდა სათათბირო ოთახში. მანამდე, დღევანდელ სხდომაზე შედგა ადვოკატების პაექრობა, შემდეგ მხარეებმა წარმოთქვეს რეპლიკები და თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა განხილვა საქმისა "ქიბარ ხალვაში რუსთავი 2-ის წინააღმდეგ".

XS
SM
MD
LG