Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამოცნობილია რუსეთის თვითმფრინავში დაღუპული ათი პირი


რუსეთის ოფიციალური პირების განცხადებით, ოჯახების მიერ ამოცნობილია პირველი 10 გვამი იმ მსხვერპლებს შორის, რომელიც მოჰყვა რუსეთის თვითმფრინავის აფეთქებას ეგვიპტის თავზე. თვითმფრინავი 31 ოქტომბერს კურორტ შარმ-ელ-შეიხიდან სანკტ-პეტერბურგისკენ მიფრინავდა, როცა კატასტროფა განიცადა. დაიღუპა ბორტზე მყოფი ყველა, 224-ვე ადამიანი, მათი უმეტესობა რუსეთის მოქალაქე იყო. ოფიციალური პირების თქმით, ეს არისუდიდესი კატასტროფა რუსეთის და საბჭოეთის ავიაციის ისტორიაში. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელმა, ალექსეი სმირნოვმა განაცხადა, რომ სანკტ-პეტერბურგში ამ კვირაში ორი სამთავრობო თვითმფრინავით ჩაიტანეს 140 გვამი და სხეულების 100-ზე მეტი ნაწილი. კიდევ ერთ თვითმფრინავს 3 ნოემბერს მოგვიანებით ელოდებიან. კატასტროფის მიზეზები ჯერჯერობით დაუდგენელია. კომპანია გამორიცხავს პილოტის შეცდომას ან ტექნიკურ გაუმართაობას.

XS
SM
MD
LG