Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანმა აკრძალა ექსტრემისტული ჯგუფების სატელევიზიო გაშუქება


პაკისტანში მედიის მარეგულირებელმა ორგანომ კერძო ტელეარხებს უბრძანა შეზღუდონ იმ 72 ორგანიზაციის გაშუქება, რომლებსაც ექსტრემისტებთან აქვთ კავშირი. წინააღმდეგ შემთხვევაში ტელეარხებს შესაძლოა ჩამოართვან სამაუწყებლო ლიცენზიები. აკრძალვის შესახებ ბრძანება გამოქვეყნდა 2 ნოემბერს, გვიან საღამოს. ბრძანება მოიცავს ჯგუფებს, რომლებსაც გაერო ტერორისტულად მიიჩნევს - მათ შორის თვითგამოცხადებულ საქველმოქმედო ორგანიზაცია ჯამაათ-უდ-დავას და მის გასამხედროებულ ფრთას, ლაშქარ-ე-თაობას. ამ ნაბიჯს აღიქვამენ ნაწილად ისლამაბადის მცდელობისა მსოფლიო დაარწმუნოს, რომ საკმარისი ძალისხმევით ებრძვის ტერორისტულ ორგანიზაციებს. პაკისტანის მთავრობამ გააძლიერა ექსტრემისტული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 140-ზე მეტი მოსწავლე ემსხვერპლა თალიბანის თავდასხმას ფეშავარში სამხედრო სკოლაზე, 2014 წლის დეკემბერში.

XS
SM
MD
LG