Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთის დედოფალი ყაზახეთის პრეზიდენტს მიიღებს მილიარდობით დოლარის კონტრაქტების გაფორმების შემდეგ


ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი 4 ნოემბერს ლონდონში, ბუკინგემის სასახლეში ისადილებს ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ მეორესთან ერთად. წინა დღეს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა განაცხადა, რომ ყაზახეთს და ბრიტანეთს ხედავს როგორც „პარტნიორებს კეთილდღეობაში“ და „პარტნიორებს წინსვლაში“. ეს სიტყვები მან წარმოთქვა, როცა ორი ქვეყნის წარმომადგენლები ხელს აწერდნენ 4,6 მილიარდამდე დოლარის ღირებულების კონტრაქტებს. ახალ პროექტებს შორის არის ფოლადის საწარმო ყაზახეთში. აქტივისტები ბრიტანეთის მთავრობას აკრიტიკებენ ბიზნესინტერესების გამო ადამიანის უფლებების საკითხის უგულებელყოფაში. 75 წლის ნაზარბაევი მეოთხედ საუკუნეზე მეტია მართავს ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ყაზახეთს. მაგრამ კამერონის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრმა ადამიანის უფლებების საკითხიც წამოჭრა ნაზარბაევთან შეხვედრისას. ყაზახეთის ლიდერი ლონდონიდან საფრანგეთში მიემგზავრება.

XS
SM
MD
LG