Accessibility links

logo-print

რუსეთში აღნიშნავენ "ეროვნული ერთობის დღეს"


რუსეთში აღნიშნავენ 10 წლის წინ დაწესებულ დღესასწაულს, "ეროვნული ერთობის დღეს". მოსკოვში ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა კრემლის მიმართ მხარდაჭერის გამოსახატად. აქცია დაიწყო წუთიერი დუმილით ეგვიპტეში რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულებისათვის პატივის მისაგებად. ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებული ღონისძიებები გაუქმდა სანქტ პეტერბურგში, სადაც ავიაკატასტროფის მსხვერპლს გლოვობენ. ავიაკომპანია „კოგალიმავიას“ თვითმფრინავი 31 ოქტომბერს ჩამოვარდა სინაის ნახევარკუნძულზე, როცა ეგვიპტის საკურორტო ქალაქ შარმ ელ-შეიხიდან სანქტ პეტერბურგში მიფრინავდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი 224-ივე ადამიანი, უმეტესწილად რუსები. „ეროვნული ერთობის დღე“ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შემოიღო 1612 წელს პოლონეთის ჯარებზე რუსეთის გამარჯვების აღსანიშნავად.

XS
SM
MD
LG