Accessibility links

ესპანეთსა და პოლონეთში დააკავეს 29 პირი, რომლებსაც ევროპაში მიგრანტების არალეგალური შეყვანა და შრომის იძულება ედებათ ბრალად


ესპანეთსა და პოლონეთში დააკავეს 29 პირი, რომლებიც ბრალდებული არიან პაკისტანელი მიგრანტების არალეგალური გზით ქვეყანაში შეყვანისა და მათი მონურ პირობებში მუშაობის იძულებისთვის. პაკისტანურ კრიმინალურ დაჯგუფებას მიგრანტები შეჰყავდა ევროპის ტერიტორიაზე ხმელთაშუა ზღვის გავლით სირიიდან და თურქეთიდან. მგზავრები გადაჰყავდათ ძირითადად ზღვაოსნობისთვის გამოუსადეგარი გემებით. ახალჩასულები იძულებული იყვნენ, ემუშავათ ქებაბის რესტორნებში, რათა დაეფარათ მგზავრობის ხარჯები და ყალბი საბუთების საფასური. მგზავრობისთვის თითოეულ მათგანს უნდა გადაეხადა 14000 ევრო. ისინი არ იღებდნენ ანაზღაურებას, დასვენების დღეებს ან ჯამრთელობის დაღზვევას. მიგრანტებს მრავალსაათიანი სამუშაო დღის გატარება უწევდათ მძიმე და დამამცირებელ პირობებში. კრიმინალური დაჯგუფება დააკავეს 24 ოქტომბერს ესპანეთსა და პოლონეთში რესტორნებსა და სახლებში ჩატარებული რეიდების შედეგად.

XS
SM
MD
LG