Accessibility links

logo-print

სამხრეთ სუდანში ავიაკატასტროფამ 20-ზე მეტი ადამიანი შეიწირა


რუსული წარმოების სატრანსპორტო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა სამხრეთ სუდანის დედაქალაქ ჯუბაში. დაიღუპა, სულ ცოტა, 23 ადამიანი. ცნობების თანახმად, „ანტონოვის“ ტიპის თვითმფრინავი 4 ნოემბერს ჯუბის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრენისას ჩამოვარდა. ზოგი ვარაუდით, დაღუპულების რიცხვი შესაძლოა 40-ს აღწევდეს. ნათელი არ არის, დაღუპულებიდან რამდენი იმყოფებოდა თვითმრინავში და რამდენი - ხმელეთზე. პრეზიდენტის პრესმდივნის ინფორმაციით, არიან გადარჩენილებიც, მათ შორის ერთი ბავშვი. სამხრეთ სუდანში სატვირთო თვითმფრინავებს ძნელად მისადგომ რეგიონებში მგზავრების გადასაყვანადაც იყენებენ ხოლმე.

XS
SM
MD
LG