Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ჯარებმა კონტროლი აღადგინეს ალეპოსთან დამაკავშირებელ ავტოტრასაზე


სირიის სახელმწიფო მედიის ცნობით, მთავრობის ჯარებმა კონტროლი აღადგინეს ერთადერთ ავტოტრასაზე, რომელიც ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ალეპოს ცენტრალურ სირიასთან აკავშირებს. სახელმწიფო ტელევიზიამ 4 ნოემბერს გაავრცელა ცნობა, რომ არმიამ სრული კონტროლი დაამყარა მაგისტრალზე ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის შედეგად. ამავე წყაროს ცნობით, ავტოტრასა 5 ნოემბერს გაიხსნება სამოქალაქო პირებისათვის. ალეპოს, სიდიდით მეორე ქალაქს სირიაში, ნაწილობრივ მთავრობა, ხოლო ნაწილობრივ ზომიერი ოპოზიციონერი მებრძოლები აკონტროლებენ.

XS
SM
MD
LG