Accessibility links

logo-print

ოკუპანტებმა გაათავისუფლეს ცხინავლის რეგიონთან დაკავებული ორი მწყემსი


საქართველოში გაათავისუფლეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ხუთი დღის წინ დაკავებული მოქალაქეები - ორი მოქალაქე, რომელიც საქონელს მწყემსავდა, როცა ოკუპანტებმა შეიპყრეს. დაკავებულები ჯერ რუსულ ბაზაზე გადაიყვანეს, შემდეგ ცხინვალის ციხეში, საიდანაც ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, წელს სამხრეთ ოსეთში ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით იქნა დაკავებული 124 ადამიანი, აფხაზეთში კი მსგავსი ფაქტები შედარებით მცირეა.

XS
SM
MD
LG