Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე დადებითად აფასებს გიორგი არეშიძის გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ


საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე დადებითად აფასებს თბილისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის, გიორგი არეშიძის გადაწყვეტილებას გადადგომის შესახებ. არეშიძე კახა კალაძის ცოლის ძმაა. რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ გიორგი არეშიძის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი გაცემულია არაავტორიზებული სასწავლებლის მიერ. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორმა“ პროკურატურას მიმართა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვისა და მითვისების ფაქტზე არეშიძის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყოს. კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას გამოთქვა შეფასება, რომ არეშიძის მუშაობს წარმატებული იყო: „პროექტები, რომლებიც მან განახორციელა ახალგაზრდებთან ერთად, მისასალმებელია, თუმცა რადგან მიზანმიმართულად იყო გარკვეული აჟიოტაჟი ატეხილი კონკრეტული დაჯგუფებების მხრიდან, ვფიქრობ, ამ ეტაპზე სწორი გადაწყვეტილებაა“, - განაცხადა კალაძემ.

XS
SM
MD
LG