Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვა იმედოვნებს, რომ ქართველებს "ძალიან მალე“ ექნებათ ევროპაში თავისუფლად გადაადგილების საშუალება


ლიტვის პრემიერ-მინისტრიალგირდას ბუტკევიჩუსი იმედოვნებს, რომ საქართველოს მოქალაქეებს „ძალიან მალე“ ექნებათ ევროპაში თავისუფლად გადაადგილების საშუალება. ეს იმედი მან გამოთქვა ქართველ კოლეგა ირაკლი ღარიბაშვილთან ვილნიუსში შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. იუწყებიან აგრეთვე, რომ ლიტვის პრემიერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების, ასევე ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. მანვე გამოთქვა შეშფოთება ცნობებით, რომლებიც ეხება საქართველოში მედიის თავისუფლების შესაძლო შეზღუდვას. თავის მხრივ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ლიტველ კოლეგას მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის და განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელება არის საქართველოს მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი.

XS
SM
MD
LG