Accessibility links

logo-print

სტოლტენბერგი: ბრძოლისუნარიანობის მხრივ, ნატო სრულ მზადყოფნაშია


ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი ატარებს ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის უდიდეს წვრთნებს თავისი შესაძლებლობების შესამოწმებლად და რუსეთისა და შესაძლო მოწინააღმდეგეებისათვის სიგნალის გასაგზავნად, რომ ბრძოლისუნარიანობის მხრივ ალიანსი სრულ მზადყოფნაშია. 19 ოქტომბერს ესპანეთში წვრთნების დაწყების შემდეგ, მანევრებში მონაწილეობა აქვს მიღებული 30 ქვეყნის წარმომადგენელ 36 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეს. წვრთნები 6 ნოემბრამდე გაგრძელდება. სტოლტენბერგის განმარტებით, წვრთნები არის „შეცვლილ და, უსაფრთხოების მხრივ, ახალ გარემოსთან ნატოს გრძელვადიანი ადაპტირების მნიშვნელოვანი ნაწილი“. მან ისაუბრა დესტაბილიზაციასა და ექსტრემიზმზე ჩრდილოეთ აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში, „ისლამური სახელმწიფოს“ სისასტიკეზე, რუსეთის სამხედრო გააქტიურებაზე სირიასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონში, რუსეთისვე აგრესიულ მოქმედებაზე უკრაინის მიმართ.

XS
SM
MD
LG