Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხატია დეკანოიძე უკრაინის პოლიციის უფროსად დაინიშნა


საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი, ხატია დეკანოიძე უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსად დაინიშნა. შესაბამისი დადგენილება 4 ნოემბრის საღამოს მიიღეს უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე. დეკანოიძის კანდიდატურა განხილულ იქნა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენი ავაკოვის წინადადების საფუძველზე. აქამდე დეკანოიძე ავაკოვის მრჩეველი იყო. საქართველოში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუნდში საქმიანობისას, ხატია დეკანოიძე რამდენიმე თანამდებობა გამოიცვალა: სათავეში ედგა საქართველოს უშიშროების საბჭოს ადმინისტრაციას, იყო განათლების მინისტრი, ხელმძღვანელობდა პოლიციის აკადემიას.

XS
SM
MD
LG