Accessibility links

ოფიციალური პირები: არსებობს გარკვეული ეჭვი, რომ რუსეთის თვითმფრინავში ბომბი აფეთქდა


ამერიკელი და ევროპელი უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ, დიდი ალბათობით, სწორედ რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების მიერ ჩადებული ბომბი გახდა რუსეთის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის მიზეზი. CNN-თან საუბარში ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ არსებობს გარკვეული ეჭვები იმისა, რომ ბომბი ჩადებული იყო ან ბარგში ან სადმე სხვაგან თვითმფრინავში. სატელეფონო კომუნიკაცია გახდა წინასწარი დასკვნის საფუძველი, რომლის თანახმადაც, სავარაუდოდ, რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების სინაის შენაერთმა შეიტანა ბომბი რუსეთის თვითმფრინავში. ვარაუდის დამტკიცების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც რადიკალურმა დაჯგუფებამ სამგზავრო თვითმფრინავზე მიიტანა იერიში. ანალიტიკოსები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ და არ სჯერათ, რომ შეტევა განახორციელა რადიკალური ისლამისტური დაჯგუფების სინაის შენაერთმა, რომელიც დამოუკიდებლად მოქმედებს. აღნიშნული დაჯგუფება აწარმოებს სისხლიან ამბოხებას სინაის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით, რასაც უკვე შეეწირა ასობით პოლიციელი და ჯარისკაცი.

XS
SM
MD
LG