Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კვირიკაშვილი: მედიის თავისუფლება ხელისუფლებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია


"საქართველო აღარასდროს დაუბრუნდება იმ დროს, როცა თითქმის ყველა მედიასაშუალება ერთი ნარატივით მუშაობდა", - ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა, რომელიც სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ვილნიუსში იმყოფება. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მედიის თავისუფლება საქართველოს ხელისუფლებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის საკითხია. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებითვე, ბოლო წლებში მედიის თავისუფლების მხრივ, საქართველოში ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესდა, რასაც ქვეყნის პარტნიორებიც აღნიშნავენ.

XS
SM
MD
LG