Accessibility links

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე


საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე იული ედელშტეინი, რომელიც 5 ნოემბერს, დილით თბილისში შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს. შეხვედრის შემდეგ მათ ხელი მოაწერეს საქართველოს და ისრაელის სახელმწიფოს პარლამენტების თანამშრომლობის მემორანდუმს. 5 ნოემბერს ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარეს იული ედელშტეინს უმასპინძლეს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ. 6 ნოემბერს იული ედელშტეინი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ვიცე-პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს.

XS
SM
MD
LG