Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლო ლეილა იუნუსის აპელაციას განიხილავს


აზერბაიჯანის სასამართლო 5 ნოემბერს გეგმავს განაახლოს ცნობილი უფლებათადამცველი აქტივისტის ლეილა იუნუსისა და მისი მეუღლის სააპელაციო სარჩელის განხილვა. როგორც მსჯავრდებული წყვილი ადვოკატმა ელკინ სადიყოვმა უთხრა რადიო თავისუფლებას, იგი კვლავ იშუამდგომლებს ბაქოს სააპელაციო სასამართლოს წინაშე, რათა მის კლიენტების ციხეში ყოფნა შინა პატიმრობით შეეცვალოთ. აგვისტოში ბაქოს მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულთა სასამართლომ განსასჯელები დამნაშავედ სცნო მეტწილად ეკონომიკური ხასიათის დანაშაულის ჩადენაში და ლეილა იუნუსს რვა წელიწადნახევრით, ხოლო მის ქმარს არიფს კი 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა. სააპელაციო სარჩელის წინა განხილვის დროს, 5 ოქტომბერს სასამართლომ საქმე ბაქოს მძიმე დანაშაულის სასამართლოს გადაუგზავნა.

XS
SM
MD
LG