Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაშველები პაკისტანში ქარხნის ნანგრევებიდან ხალხის გადარჩენას ცდილობენ


მაშველები ცდილობენ გამოიყვანონ ათობით ადამიანი იმ ქარხნის ნანგრევებიდან, რომელიც პაკისტანის ქალაქ ლაჰორში 4 ნომებერს ჩამოიშალა. ტრაგედიის შედეგად 18 კაცი დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ამწეკრანები და ბულდოზერები, სამაშველო სამუშაოებში ინჟინრებისა და ექსპერტების გარდა, სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობენ. მაშველებმა ნანგრევებიდან მოახერხეს 100 კაცის გამოყვანა. ხელისუფლების ვარაუდით ნანგრევებში 150-მდე კაცი უნდა იმყოფებოდეს. ტრაგედიის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ქარხნის სტრუქტურა შესაძლოა გასულ კვირაში მომხდარმა იმ მიწისძვრამ დააზიანა, რომელმაც 400 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

XS
SM
MD
LG