Accessibility links

logo-print

რუმინეთში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები


ბუქარესტის ღამის კლუბში გასულ კვირაში მომხდარი აფეთქების გამო ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ პონტას გადადგომის მიუხედავად, ათასობით ადამიანი კვლავ აგრძელებს საპროტესტო აქციებს ბუქარესტის ქუჩებში. დემონსტრანტები ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და შემდგომ რეფორმებს მოითხოვენ. 30 ოქტომბერს ბუქარესტის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარი ხანძრისა და აფეთქების გამო 32 კაცი დაიღუპა. ეს ტრაგედია აღმოჩნდა ბოლო წვეთი რუმინელთათვის, რომლებსაც მობეზრდათ კორუფცია ხელისუფლების მაღალ ეშელონებში და სტაგნაცია. ვიქტორ პონტამ, რომელსაც კორუფციაში ბრალდების გამო სასამართლო ელოდება, იმედოვნებდა, რომ მისი მთავრობის გადადგომა დაამშვიდებდა და დააკმაყოფილებდა დემონსტრანტებს.

XS
SM
MD
LG