Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარგველაშვილმა და ალიევმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას თანამშრომლობის გაღრმავებაზე


საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, გიორგი მარგველაშვილმა და ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. ხელმოწერის ცერემონია გაიმართა თბილისში, ორი პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებული შეხვედრების შემდეგ. ინფორმაციით, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, დეკლარაცია ითვალისწინებს აზერბაიჯანთან საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავებას პოლიტიკის, უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანზიტო, კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში. ალიევი 5-6 ნოემბერს სტუმრობს საქართველოს. დღეს გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ აზერბაიჯანს აქვს გაზის საკმარისი რეზერვები საიმისოდ, რომ 100 წლის შემდეგაც დააკმაყოფილოს არამარტო საკუთარი მოთხოვნა, არამედ მეზობლებისა და ევროპის მოთხოვნებიც.

XS
SM
MD
LG