Accessibility links

logo-print

უკრაინაში დააკავეს იუსტიციის ყოფილი მინისტრი მაიდანზე სროლასთან კავშირში ეჭვმიტანით


უკრაინის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ კიევში 2014 წელს საპროტესტო აქციების დროს სროლასთან კავშირში ეჭვმიტანის საფუძველზე, დაკავებულია უკრაინის იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ოლენა ლუკაში. საპროტესტო აქციების შედეგად ბოლო მოეღო უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობას. ამასთან, კიევის ცენტრალურ, დამოუკიდებლობის მოედანზე, რომელსაც მაიდანს უწოდებენ, 100-ზე მეტი ადამიანი შეიწირა სნაიპერის ცეცხლმა გასული წლის 18-20 თებერვალს. უკრაინაში მიმდინარე გამოძიებას ჯერ არ დაუდგენია, ვის ეკისრება სისხლისღვრაზე პასუხისმგებლობა. უკრაინის უშიშროების სამსახურმა 5 ნოემბერს გამოაცხადა, რომ იუსტიციის ყოფილი მინისტრი დაკავებულია და სასამართლო მალე გადაწყვეტს, წაუყენოს თუ არა მას ბრალდება.

XS
SM
MD
LG