Accessibility links

logo-print

სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ნატო წინ უნდა აღუდგეს რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრირებას ბალტიისპირეთში


ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ ნატო წინ უნდა აღუდგეს რუსეთის სამხედრო ძალების კონცენტრირებას ბალტიისპირეთსა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში, რადგან რუსეთს არ მიეცეს საშუალება გააკონტროლოს მნიშვნელოვანი ტერიტორიები კონფლიქტის ზონაში. სტოლტენბერგმა პორტუგალიაში ყოფნისას განაცხადა, რომ მათ უფრო მეტად უნდა ითანამშრომლონ ალიანსის აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე წევრ ქვეყნებთან, რომლებიც შეშფოთებულნი არიან რუსეთის უკრაინაში შეჭრით. მას შემდეგ, რაც დასავლეთთან კავშირი შემცირდა, რუსეთმა გააძლიერა სამხედრო ბაზები კალინინგრადში​, რომელიც ბალტიის ქვეყნების დასავლეთით მდებარეობს. შარშან რუსეთმა ხელში ჩაიგდო ყირიმი და ამით გააძლიერა სამხედრო გავლენა შავი ზღვისპირეთში, წელს კი ხმელთაშუა ზღვისკენ გაგზავნა სამხედრო გემები და თვითმფრინავები სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის დასაცავად.

XS
SM
MD
LG