Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი არ გამორიცხავს ტერორისტების კავშირს რუსეთის თვითმფრინავის ავიაკატასტროფასთან


თეთრი სახლი არ გამორიცხავს ტერორისტების კავშირს რუსეთის თვითმფრინავის ავიაკატასტროფასთან მას შემდეგ, რაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ, დიდი ალბათობით, სწორედ ტერორისტების ბომბმა გამოიწვია ტრაგედია. რუსეთმა გამოხატა უკმაყოფილება ამერიკელების "ვარაუდისა" და ბრიტანეთის მიერ ამ "არაგონივრული დასკვნების" გაზიარების გამო. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, კი ვარაუდი, რომ ბორტზე აფეთქება ბომბმა გამოიწვია, სერიოზულად უნდა იქნეს აღქმული. თეთრ სახლის პრესსპიკერ ჯოშ ირნესტის თქმით, ამერიკას არ გამოაქვს საბოლოო დასკვნები ტრაგედიის მიზეზთან დაკავშირებით, თუმცა ისინი არ გამორიცხავენ ტერორიზმის სავარაუდო როლს ავიაკატასტროფაში.

XS
SM
MD
LG