Accessibility links

logo-print

პაატა სალიას ინფორმაციით, “რუსთავი 2” იმართება იმ პირებისგან, რომლებსაც ამის უფლება არ გააჩნიათ


ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ის დროებითი მმართველების დასანიშნად თბილისის საქალაქო სასამართლოს 4 ნოემბერს მიმართეს, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე."კერძოდ, კი იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ ტელეკომპანია იმართება მესამე პირებისგან, რომლებსაც არანაირი სამართლებრივი კავშირი არ აქვთ კომპანიასთან და დღევანდელი მენეჯმენტი იღებს დავალებებს იმ პირებისგან, რომლებსაც ამის უფლება არ გააჩნიათ“, - განაცხადა თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პაატა სალიამ. მისივე განმარტებით, ვრცელდება არასწორი ინფორმაცია თითქოს, მოსამართლის 5 ნოემბრის განჩინება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება. „ჩვენ პატივს ვცემთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და საქალაქო სასამართლოსთვის არ მიგვიმართავს დაუყოვნებლივი აღსრულების მოთხოვნით“, - განაცხადა პაატა სალიამ. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის ნაწილის მოქმედება, რომელიც კრძალავდა განსაკუთრებულ შემთხვევებში გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულებას, თუმცა ამავე კოდექსის 271-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ შესაძლებელია, მოხდეს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა და ქიბარ ხალვაშის ადვოკატებმა სწორედ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს.

XS
SM
MD
LG