Accessibility links

„რუსთავი 2“-ის იურისტი უკანონოდ მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს განჩინებას


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის განჩინებას „რუსთავი 2“-ის დროებითი მმართველების დანიშვნის შესახებ, უკანონოდ და სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შემცველად მიიჩნევს ტელეკომპანიის იურისტი თამთა მურადაშვილი. მისივე განცხადებით, სამაუწყებლო კომპანიის დირექტორებს გასაჩივრების უფლება შეეზღუდა, ამიტომ შესაძლებელია, რომ საჩივარი „რუსთავი 2“-ის მფლობელმა შპს. „ტელეკომპანია საქართველომ“ შეიტანოს. გარდა ამისა, „რუსთავი 2“-ის იურისტები აპირებენსაკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ სარჩელით და ითხოვონ გაუქმება იმ მუხლებისა, რომელთა საფუძველზეც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ თამაზ ურთმელიძემ დროებითი მმართველების დანიშვნის განჩინება მიიღო. ამ განჩინებამდე ორი დღით ადრე, 3 ნოემბერს მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ "რუსთავი 2"-ის წილის 60%-ზე საკუთრების უფლება ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს აღუდგინა, 40 %-ზე კი შპს "პანორამას." ამასთან, დაუყოვნებლივ აღსრულება შეუძლებელი გახდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების გამო. საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო პარლამენტის წინააღმდეგ "რუსთავი 2"-ის და მისი მფლობელი „ტელეკომპანია საქართველოს" სარჩელი და საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეაჩერა საქართველოს სამოქალაქო-საპროცესო კოდქსის ის ნაწილი, რომელიც დაუყოვნებლივ აღსრულებას შეეხება.

XS
SM
MD
LG