Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის და ბალტიისპირეთის ლიდერები წინ აღუდგნენ რუსეთ-გერმანიის გეგმას მილსადენის შესახებ


უკრაინა და ბალტიისპირეთის ქვეყნები წინ აღუდგნენ ჩრდილოეთის ნაკადის მეორე მილსადენის აგების გეგმას. ამ მილსადენმა უნდა დააკავშიროს რუსეთი და გერმანია ბალტიის ზღვის ფსკერის გავლით. პროექტი უკრაინას წლიურად დააკარგვინებდა ორ მილიარდ დოლარს, რადგან ფუნქცია დაუკარგავდა უკრაინის და პოლონეთის გავლით სახმელეთო სატრანზიტო მილსადენებს, განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, არსენი იაცენიუკმა ბალტიისპირეთის ქვეყნების ლიდერებთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე რიგაში, 5 ნოემბერს. პოლონეთის და სლოვაკეთის დანაკარგი ამ პროექტის გამო, შესაბამისად, სამასი და რვაასი მილიონი იქნებოდა წლიურად. ამასთან, ის წაართმევდა ევროკავშირს რეალურ ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, თქვა იაცენიუკმა, რომლის თანახმად, ეს პროექტი არ არის ეკონომიკური საჭიროებაზე დაფუძნებული, და რომ მასპოლიტიკური მიზნები აქვს. უკრაინის პრემიერმა მოუწოდა ევროკავშირის ლიდერებს, სერიოზულად შეისწავლოს საკითხი. მან გააფრთხილა ევროკავშირის ლიდერები,არ მისცენ ნება მოსკოვს ევროკავშირის ენერგიის ბაზრის გაკონტროლების უფლება.

XS
SM
MD
LG