Accessibility links

ირანმა აშშ-იდან საქონლის იმპორტი და გავრცელება აკრძალა


ირანმა აკრძალა აშშ-ში წარმოებული პროექტის ქვეყანაში შეტანა და მისი გასაღება. ვაჭრობის და მრეწველობის მინისტრის, მოჰამად რეზა ნემათზადეს განკარგულებაში ნათქვამია, რომ საჭიროა შეჩერდეს ქვეყანაში შეტანა აშშ-ში წარმოებულისამომხმარებლო საქონელისა და აიკრძალოს პროდუქტი, რომელიც ისლამურ რესპუბლიკაში აშშ-ის ყოფნის სიმბოლური გამოხატულებაა. განკარგულება დაეგზავნათ იმ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, რომლებიც სამინისტროს ხელმძღვანელობით მუშაობენ რეგიონებში. დოკუმენტის სტილის მიხედვით, ის არ უნდა ეხებოდეს კერძო სექტორს. ნემათზადეს თქმით, მისი განკარგულება ეთანხმება პრეზიდენტ როჰანისადმი უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გასული თვის წერილს, სადაც ის მოწოდებით გამოდიოდა, გააძლიერონ ადგილობრივი წარმოება და განავითარონ მყარი ეკონომიკა, რომელიც არ იქნება ნავთობისგან მიღებულ შემოსავალზე დამოკიდებული. ირანის მკაცრი ხაზის მომხრე პოლიტიკოსები გამოვიდნენ გაფრთხილებით იმ პერსპექტივის წინააღმდეგ, რომ ბირთვულ სფეროში შეთანხმების მიღწევის შედეგად, შეიძლება გაიზარდოს აშშ-ის გავლენა.

XS
SM
MD
LG