Accessibility links

ლავროვი აკრიტიკებს იუნესკოს პოლიტიზების მცდელობებს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, კრიტიკა გამოთქვა მცდელობების მიმართ, მოხდეს გაეროს კულტურის უწყების იუნესკოს საქმიანობის პოლიტიზება. ლავროვი ჟურნალისტის შეხვდა პარიზში იუნესკოს გენერალურ კონფერენციაზე გამოსვლამდე. მან კონკრეტულად სერბიის ყოფილი ოლქის კოსოვოს შესახებ თქვა, რომ მნივშნელოვანია თავიდან ავიცილოთ იუნესკოს საქმიანობის პოლიტიზება იმ გზით, რომელიც ჩანს მცდელობებში, ორგანიზაციაში შეიყვანონ კოსოვოო. იუნესკოს აღმასრულებელმა საბჭომ რეკომენდაცია მისცა კოსოვოს, გახდეს სრული წევრი, რაზეც პროტესტს გამოთქვამს სერბია, რომელიც სხვა სახელმწიფოებთან ერთად, არ აღიარებს თავისი ყოფილი ოლქის დამოუკიდებლობას. ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ იუნესკო გააგზავნის ექსპერტებს მაშინვე, როცა უსაფრთხოების სიტუაცია ამის შესაძლებლობას მისცეს მათ, ერაყში, სირიაში და ავღანეთში, რათა შეაფასონ ამ ქვეყნებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურების მასშტაბი.

XS
SM
MD
LG