Accessibility links

გაერო: ბელორუსიაში მედია რეფორმების გარეშე ვერ იმუშავებს


გაეროს საგანგებო მომხსენებელი ბელორუსიაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში, მიკლოშ ჰარასტი, თვლის, რომ ამ ქვეყანაში ფართო რეფორმების გარეშე შეუძლებელია დამოუკიდებელი მასმედიის მუშაობა. ეს ნათქვამია ჰარასტის ანგარიშში, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეისთვის მომზადდა. ის კონკრეტულად ეხება ბელორუსიაში მასმედიის საშუალებების რეგისტრირების და ლიცენზიის ჩამორთმევის წესების გამოყენების ობიექტურობას და ეჭვს გამოთქვამს მის მიმართ. ჰარასტი აღნიშნავს ბელორუსიის ხელისულების მიერ გამოხატვის თავისუფლების პრინციპის სისტემატურ დარღვევას. მისივე ცნობით, პრაქტიკულად ინტერნეტის გზით გამოხატვის ყველა ფორმა „მთავრობის პირდაპირ კონტროლს ექვემდებარება“. ჟურნალისტები, რომლებიც უკანონობის შესახებ ალაპარაკდებიან ბელორუსიაში, იდევნებიან, დასძენს ჰარასტი.

XS
SM
MD
LG