Accessibility links

logo-print

კრემლმა სინაში ავიაკატასტროფის კარიკატურები დაგმო როგორც,„მკრეხელობა“


რუსეთმა დაგმო როგორც მკრეხელობა საფრანგეთის ჟურნალ შარლი ებდოში გამოქვეყნებული კარიკატურები ეგვიპტეში რუსეთის თვითმფრინავის კატასტროფის შესახებ. კრემლის წარმომადგენელმა, დმიტრი პესკოვმა 6 ნოემბერს თქვა, რომ მოსკოვი კარიკატურებს მიიჩნევს „მკრეხელურად“, მაგრამ არ აპირებს ოფიციალურად ჩივილს. სახელმწიფო ტელევიზიამ ხანგძლივი კრიტიკული სიუჟეტი მიუძღვნა კარიკატურებს, რომლებიც 5 ნოემბერს გამოქვეყნდა. ერთ-ერთ კარიკატურაზე გამოსახულია, თითქოს თვითმფრინავის ნარჩენები და ადამიანის სხეულის ნაწილები თავზე ეყრება ისლამური სახელმწიფოს მებრძოლს. იქვეა წარწერა, რუსეთის ავიაციამ გააძლიერა დაბომბვა, რაც მინიშნებას წარმოადგენს სირიაში რუსეთის საავიაციო კომპანიაზე; რუსეთის ავიაკომპანიის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა ეგვიპტეში 31 ოქტომბერს, რასაც ბორტზე მყოფი ყველა, 224 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა. დასავლეთი აცხადებს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდა შეიძლებოდა გამოეწვია ასაფეთქებელ მოწყობილობას.

XS
SM
MD
LG