Accessibility links

logo-print

შტაინმაიერი: უკრაინის აღმოსავლეთში ვითარება გაუმჯობესდა


გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, ბერლინში, ეგრეთ წოდებული, "ნორმანდიის ოთხეულის" შეხვედრის შემდეგ, აღნიშნა აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარების გაუმჯობესება. მხარეები კმაყოფილი უნდა იყვნენ, თქვა მან, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, სრულდება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს შეფასება გამოთქვა თავისი შეხვედრის შემდეგ რუს, ფრანგ და უკრაინელ კოლეგებთან. შტაინმაიერმა შეახსენა დამსწრეთ, რომ პრორუსულმა სეპარატისტებმა ადგილობრივი არჩევნების ჩატარება დაგეგმეს, რაც მინსკის შეთანხმების სულისკვეთებას და შინაარსს არ შეესაბამება. ეს წინააღმდეგობა მოგვარდა, თქვა მინისტრმა, როცა რუსეთმა თავისი გავლენა გამოიყენა და არჩევნები გაუქმდა.

XS
SM
MD
LG