Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო საქართველოზე: მედიის დამოუკიდებლობა დაცული უნდა იყოს


მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელი, დუნია მიატოვიჩი აცხადებს, რომ რუსთავი 2-ის მენეჯმენტის შეცვლის შესახებ საქართველოში მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება „საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას და ემუქრება ერთ-ერთი წამყვანი მედია საშუალების სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას.“ მიატოვიჩის თქმით, „სარედაქციო გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ ნიუსრუმებში და არა სასამართლო დარბაზებში. სასამართლოს მცდელობა მოახდინოს არამართებული გავლენა ამა თუ იმ მედიასაშუელაბის სარედაქციო პოლიტიკაზე ფაქტობრივად უტოლდება კანონის უზენაესობის დარღვევას და საზოგადოებაში დემოკრატიული საფუძვლების შერყევას.“ ეუთოს წარმომადგენელი საქართველოს სასამართლო ხელისუფლებას მოუწოდებს სრულად დაიცვას რუსთავი 2-ის უფლება ჰქონდეს დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა.

XS
SM
MD
LG