Accessibility links

logo-print

აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ხაზიდან გაიტანენ მძიმე შეიარაღებას


ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი

ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი

რუსეთის, უკრაინის, საფრანგეთისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია დასრულდეს მძიმე შეიარაღების გატანის პროცესი აღმოსავლეთ უკრაინის ფრონტის ხაზიდან, რომელიც პრორუსულად განწყობილ სეპარატისტებსა და უკრაინის არმიას ერთმანეთისაგან ჰყოფს. ამ გადაწყვეტილების თაობაზე ბერლინში სამშვიდობო მოლაპარაკების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა განაცხადა, რომელმაც დასძინა, რომ რეგიონში იკლო ძალადობამ, ხოლო მსუბუქი შეიარაღების გატანის პროცესი სრულიად დასრულდა. შტაინმაიერმა ასევე ხაზი გაუსვა კიევისა და სეპარატისტთა ლიდერების ერთობლივ მუშაობას, რამაც დონბასში რეგიონული არჩევნების ჩატარებისა და დამკვირვებლების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG