Accessibility links

საქართველოში 7 ნოემბრის მოვლენები გაიხსენეს


საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დრამატული თარიღიდან რვა წელი შესრულდა, - ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღევანდელ დღეს. როგორც პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი, 2007 წლის 7 ნოემბერს ქვეყნის ხელისუფლება საკუთარ ხალხს რეზინის ტყვიებით, ცრელმსადენი აირით, მედიის თავისუფლების შელახვით, ტელეკომპანია "იმედის" დარბევით, ჟურნალისტური საქმიანობის ხელყოფით დაუპირისპირდა და უმძიმესი დარტყმის ქვეშ დააყენა ახალგაზრდა დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სიტყვისა და გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებები. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ 2007 წლის 7 ნოემბერს ძალის გამოყენებით დაშალა ოპოზიციის მიტინგი რუსთაველზე, დახურა დამოუკიდებელი ტელეკომპანია „იმედი“ და გამოაცხადა კომენდანტის საათი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 7 ნოემბერს „საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე“ უწოდა. „ესაა თარიღი, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში ყოველთვის დარჩება სამართლიანობისა და გამოხატვის თავისუფლებასთან ბრძოლის სიმბოლოდ. მე მჯერა, რომ ჩვენ, ყველა ერთად, გონივრული ნაბიჯებით, ფუნდამენტური პრინციპების ერთგულებით, შევქმნით ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს", - ნათქვამია ღარიბაშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე

XS
SM
MD
LG