Accessibility links

logo-print

ბურჯანაძე „რუსთავი 2“-ის ამბებს კოჰაბიტაციას უკავშირებს


"რუსთავი 2" ძალიან ბევრს მოიგებდა ერთხელ მაინც რომ მოეხადა ბოდიში იმ უსამართლო, ცილისმწამებლური სიუჟეტებისათვის, რომელიც ამ არხზე წლების განმავლობაში გადიოდა,“ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა ნინო ბურჯანაძემ, რომელიც დარწმუნებულია, რომ ის რაც ახლა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით ხდება, არ გახდებოდა საჭირო ხელისუფლებას რომ სამართლიანობის აღდგენა დაეწყო და არა კოჰაბიტაცია დამნაშავე რეჟიმთან. ახალი ამბების სააგენტო "ინტერპრესნიუსის" მიერ გავრცელებულ ცნობაში, დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი აცხადებს, რომ დღევანდელი საქართველოს ხელისუფლება განსხვავებულ აზრს ვერ იტანს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს ხელისუფლება.

XS
SM
MD
LG