Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი შეშფოთებულია „რუსთავი 2“-ის საქმეზე გამოტანილი განაჩენით


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ღრმად არის შეშფოთებული თბილისის სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომელმაც გადააყენა ტელეკომპანია „რუსათვის 2“-ის ხელმძღვანელობა და სასწრაფოდ დანიშნა დროებითი მმართველობა, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ პარასკევს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ის კორესპონდენტის შეკითხვის პასუხად განაცხადა. „სააპელაციო პროცესის დაწყებამდე ტელეკომპანიის მმართველობის შეცვლის მცდელობებს ღრმა პოლიტიკური შედეგები ექნება. დემოკრატიულ საზოგადოებაში ხელი უნდა შეეწყოს კრიტიკულ აზრს და არა დუმილს. როგორც უკვე ბევრჯერ განვაცხადეთ ამ საკითხზე საუბრისას, მედიის თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა - ნებისმიერი დემოკრატიის მთავარი საფუძველია და კვლავ გადამწყვეტი რჩება საქართველოს წარმატებული ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის“, - განაცხადა ჯონ კირბიმ.

XS
SM
MD
LG