Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„რუსთავი 2“ -ის მფლობელები არ აპირებენ დროებით მმართველებთან თანამშრომლობას


„არც დვალთან და არც საყევარიშვილთან არაფერი გვაქვს სალაპარაკო“, - აცხადებენ სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის 91 პროცენტიანი წილის მფლობელები. ლევან და გია ყარამანიშვილები პირობას დებენ, რომ ქართულ საზოგადოებასთან და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად მათ ხელთ არსებული ყველა კანონიერი, სამართლებრივი გზით გაგრძელებენ ბრძოლას. "რუსთავი 2"-ის ხელში ჩასაგდებად მიმდინარე შეტევის ყველა სხვა დეტალში, ნათლად ჩანს რუსული პოლიტიკური მენტალობისთვის დამახასიათებელი ცინიზმი. როცა მხარე, რომელიც თავად არის პრობლემის ერთადერთი წყარო, გამოხატავს, ვითომდა, დახმარების სურვილს ამ პრობლემის მოგვარების მიზნით. ჩვენი ხალხი არაერთხელ გამხდარა ასეთი ცინიზმის მსხვერპლი, თუნდაც ჩვენ მშობლიურ აფხაზეთში“, - ნათქვამია განცხადებაში, რომლის სრული ტექსტი ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსს“ მოჰყავს. ძმები ყარამანაშვილები დარწმუნებულნი არიან, რომ სურვილის შემთხვევაში, საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია ყველა კანონიერი საშუალება, "რუსთავი 2"-ს მოუხსნას ის პრობლემა, რომელიც მან თავად შექმნა.

XS
SM
MD
LG