Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისუტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები მოსამართლე ურთმელიძეს იცავენ


საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები აცხადებენ, რომ პოლიტიკოსების, არასამთავრობო სექტორის, საზოგადოების წარმომადგენლების, საქართველოში აკრედიტებული ელჩებისა თუ სხვათა მხრიდან საერთო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ყოველმხრივ შეტევა ხორციელდება. „მოსამართლის მრავალგზის შეურაცხყოფა, გადაწყვეტილების სამართლებრივი ღირსებების ხშირად არაკვალიფიციური კრიტიკა, ხოლო ზოგჯერ სინამდვილის განზრახ დამახინჯებული წარმოდგენა, ისევე როგორც, სხვა კარგად დაგეგმილი თუ დაუგეგმავი ექსცესიური მოქმედებანი შეუფასებლად დიდ ზიანს აყენებს არა მარტო სასამართლოს დამოუკიდებლობას, არამედ დემოკრატიის სხვა ძირითად პრინციპებს და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მდგრადობას“, - ნათქვამია საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების ევა გოცირიძის, ვახტანგ თორდიას, კახა სოფრომაძის, გოჩა მამულაშვილისა და ვახტანგ მჭედლიშვილის ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ახალი ამების სააგენტო "ინტერპრესნიუსი ავრცელებს". განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებული დავა შეეხება წლების წინ მძლავრ ტელეკომპანიაზე საკუთრების ძირითადი უფლების ნაგულვებ დარღვევას, საკუთრებასთან თვითნებური მოპყრობის სავარაუდო ფაქტს. აქედან გამომდინარე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები დაუშვებლად მიიჩნევენ, რომ შექმნილმა აჟიოტაჟმა ხელი შეუშალოს „სიმართლის დადგენას, კანონით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას, ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტების შეფასებას, დროებითი ღონისძიებების მეშვეობით სადავო კომპანიის ქონების დაცვას და მართლმსაჯულების აღსრულებას“, - ნათქვამია საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების ერთობლივ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG